ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება, გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური

ცუდი სანახავი იყო კიდევ ერთხელ ტრადიციულად მელია-უგულავა, ასევე, მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერები, ეს სურათი უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ძალიან ცუდი სანახავი იყო კიდევ ერთხელ ტრადიციულად მელია-უგულავა, ასევე, მათი მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ლიდერები, ეს სურათი უნდა დასრულდეს. როდესაც საუბარია დღის წესრიგის შეცვლაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ნაცვლად ამ სახეებისა, რომლებიც მუდმივად დესტრუქციით არიან დაკავებულნი, მათ არ შეუძლიათ არავითარი წვლილის შეტანა სახელმწიფოს განვითარებაში, ესენი არიან სააკაშვილი, მელია, უგულავა და ა.შ. ეს სახეები უნდა ჩანაცვლდეს დისკუსიებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და კონკრეტული დარგები. ამ დისკუსიისთვის მთავარი პლატფორმა უნდა იყოს რა თქმა უნდა პარლამენტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას, დეპუტატებს ოპოზიციიდან ჩაერთონ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაში. ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს უფრო ადრე ვიდრე მას ეკუთვნის, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აღარ იყვნენ მთავარი ოპოზიციური პარტია. დღითიდღე მათი მხარდაჭერა მცირდება, მათ შორის გუშინდელი აქციაც იყო ამის ერთ-ერთი დასტური. შსს დგას მოწოდების სიმაღლეზე და ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....