ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჯაფარიძე: ერთადერთი სწორი გზა არის 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება

[su_quote]მე მესმოდა ქართული ოცნების სპიკერების განცხადება – „თქვენ ნახავთ, როგორი კონსტრუქციული ოპოზიცია ვიქნებით, როდესაც უმცირესობაში ვიქნებით“. ჩვენ ვნახეთ ახლა კარგი მაგალითი, თუ როგორ არაკონსტრუქციულად და კონფრონტაციულად მოიქცა ქართული ოცნება, როდესაც გააძვრინა ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვის გზით ბიუჯეტი და ამავდროულად გამოიყენა ცესკოს თავმჯდომარე. ცხადია, რომ ცესკოს სხდომის გაწელვა იყო მიზანდასახულად. საუბარი იყო იმაზე, თითქოს კანონით გათვალისწინებულია, რომ წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს კანონით კი არ არის გათვალისწინებული, ეს არის კანონში არსებული ხვრელი, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული ქართული ოცნების მიერ. ქართული ოცნების მხრიდან ასეთი ნაბიჯები არის მხოლოდ დაპირისპირების გაზრდისკენ.

არგუმენტად იმის მოყვანა, თითქოს ახალ საკრებულოს განზრახული ჰქონდა ბიუჯეტის ჩაგდება და ამის გამო აღმასრულებელი ხელისუფლება იმ მუნიციპალიტეტში ვერ იმუშავებდა, ეს არის სპეკულაცია. გაისად რა მოხდება? ახალმა მერმა ხომ უნდა შეიტანოს ბიუჯეტი? გამოდის, რომ თუ საკრებულო მერის მიერ შეტანილ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, დაიქცევა მუნიციპალიტეტი, ეს არის ტყუილი. მერმა უნდა მოახერხოს, რომ დაარწმუნოს საკრებულო.

პოზიტიური დღის წესრიგის ერთადერთი სწორი გზა არის 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ნატო-მ თავის კომუნიკეში შეიყვანა და თქვენ მაინც ფეხქვეშ გათელეთ. მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ ვალდებულებების შესრულებას [/su_quote]

ამის შესახებ პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....