ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია სავალდებულო აცრაზე: ქვეყნებმა გამოიყენეს და მედპერსონალის დეფიციტის წინაშე დადგნენ

ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება ისეთი მაღალი რისკის პროფესიები, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, სადაც პოზიტიურ წახალისებაზე ვართ აწყობილი და მწვანე კლინიკის კონცეფცია გაჩნდა და კარგია, რომ რამდენიმე კლინიკამ 80%-ზე მეტი თანამშრომელი აცრა.

ძალიან რთულია აქ ვალდებულებაზე საუბარი, რადგან რამდენიმე ქვეყანამ, ვინც გამოიყენა სავალდებულო ვაქცინაცია, ერთ თვეში ნახა, რომ აღმოჩნდა პერსონალის დეფიციტის წინაშე. ეს რისკები და სარგებელი ამასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა დაბალანსდეს. მნიშვნელოვანია პოზიტიურ მესიჯებზე დაყრდნობილი კამპანიის გაგრძელება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია რუსთავი ორის ეთერში საუბრობს.

იტვირთბა....