ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ზარქუა: ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირში

[su_quote]მე მგონია, რომ სწორ პოლიტიკას ატარებს ჩვენი პრემირმინისტრი და მთავრობა. ოქტომბრის თვეში გვქონდა 6.9% – ეკონომიკური ზრდა, ხოლო მთლიანად 10 თვის მონაცემი არის 10%-იანი ზრდა – ეს რაზე მეტყველებს, თავს კი არ იწოდებს პრემიერმინისტრი მხოლოდ ციფრებით, არამედ მთავრობა აქცენტირებულია, რომ ეს რეალიზებული იყოს ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებში. მათ შორის, პედაგოგოების ხელფასები, თავდაცვის უწყების გაზრდა, სოციალური მიმართულება, რომელიც ისტორიულად არის ყველაზე მაღალი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბიუჯეტი გაიზარდა შემოსავლების მხრივ და მომავალი წლის  ბიუჯეტი გვაქვს 19 მილიარდ, დახლოებით, 796 მილიონი ლარით განსაზღვრული და ეს მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს რეგიონში, არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევოკავშირში. [/su_quote]

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....