[su_quote]სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები, პატრიარქის შემოდგომა. გუშინ, ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე იყენებდა. ჩვენ გვახსოვს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ მას აქვს ჩადენილი დანაშაულები, ის დღესაც და დღემდე არის საზოგადოებრივად საშიში. მას, რომ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ჩამოვიდა საქართველოში ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა ჩვენი ხალხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თეორიული დაშვებაა და ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა.[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რითაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება