aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მეგრელიშვილი სააკაშვილზე: პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა, საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი არაფერი გამიგია

ის ისევ პოლიტიკოსი იდგა და არა ადამიანი, რომელიც კონკრეტულ საქმეზე გამოდიოდა. პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი არ ივიწყებდა თავის გამოსვლაში, თავის შეფასებებში. ამ საათნახევრიან სიტყვით გამოსვლაში ახალი მართლა არაფერი გამიგია, რადგან მიხეილ სააკაშვილი აქტიური იყო ამ ხნის განმავლობაში. ხშირად ვიდეო მიმართვები ჰქონდა და თითოეული ამ ეპიზოდის შესახებ, რაზეც მან ისაუბრა, ბევრჯერ უსაუბრია. ამ სცენის შემადგენელი ნაწილი იყო, რომ 50 – დღიანი შიმშილობის შემდეგ, ადამიანი ასეთი აქტიური საათნახევრიანი სიტყვით გამოდის და აღფრთოვანებული ხარ ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მიხეილ სააკაშვილზე მთელი კამპანია იყო ნაციონალური მოძრაობის, ყოველ დღე 50 დღის მანძილზე, მის გარდაცვალებას ველოდით და ადამიანი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, როგორც პოლიტიკოსი გამოდის და რელიგიურ სიტყვას ამბობს
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

იტვირთბა....