ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი ვიცე-მერი ისევ “ქართუს” კადრი?

 

ბიძინა ივანიშვილი იწყებს ხელისუფლების ტოტალურ კონტროლს – ასე აფასებს ჟურნალისტი ელისო კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქის ვიცე მერად „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი ინიშნება. „პირველ რადიოსთან“ საუბარში კილაძე ამბობს, რომ ჯერ დედაქალაქის ვიცე მერის, მოგვიანებით კი შს მინისტრის ორი მოადგილის გადადგომა მათი სურვილით არ მომხდარა.

“მინდა გითხრათ, რომ საკუთარი სურვილით ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ აკეთებს. ყველა ჩინოვნიკის გადადგომა-გადმოდგომა, დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, ეს არის ერთი კაცის ბიძინა ივანიშვილის ნება. რასაც გადაწყვეტს ის, როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს დილით იმ გადაწყვეტილებების მიხედვით ახსენდებათ ჩინოვნიკებს, რომ ზოგი ჯანმრთელობის გამო უნდა გადადგეს, ზოგს ცოლ-შვილი მოენატრა და უცხოეთში მიდის მათ სანახავად, ზოგმა უბრალოდ არც იცის, რომ უნდა გადადგეს და მოგვიენაბით იგებს და ა.შ. ჩვენი ინფორმაცია, რომელიც პირველად „პირველ რადიოსთან“ გავაჟღერე მე „ქართუს“ დირექტორის თბილისის ვიცე მერად დანიშვნის თაობაზე, ტრადიციულად დადასტურდა და საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი იწყებს ტოტალურ კონტროლს ხელისუფლების ყველა შტოში და რეალურად „ქართუ ბანკი“ და „ქართუ ჯგუფი“ ხდება საქართველოს ხელისუფლების წამყვანი ძალა იმიტომ, რომ ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ დაინახა ღარიბაშვილის, მისი ნათესავების, სხვა დანარჩენი ჩინოვნიკების მაგალითზე, რომ მათ მუდმივად ატყუებენ, ზურგს უკან მუდმივად ტყდება ფული, მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ამიტომ ის მისი პირადი ერთგულებით შერჩეულ კადრებს ნიშნავს ამა თუ იმ უწყების მაკონტროლებლად“ – განაცხადა „პირველ რადიოსთან“ ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია გუშინ გადადგა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოლომონია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

იტვირთბა....