ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სააკაშვილი: ჩემი შეცდომაა სასამართლო, ეს ბევრს შეეხო და ახლა მეც მეხება

მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. ეს შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო შეეხო ძალიან ბევრ ჩვენ თანამემამულეს და ახლა მეც მეხება. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო – ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები ერთია და დანაშაული მეორე.  მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ყოლია, მე მინდა ეს ყველა ქართველმა იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავები, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოს კი არ აშენებენ, ანგრევენ. ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ როდესაც ბანდიტების ხელშია საქართველო ჩავარდნილი

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....