.
ბრიტანელმა გამომგონებლებმა ახალი რობოტი შექმნეს, რომელიც სუპერმარკეტში ინტერნეტით შეკვეთილ პროდუქტს შინ მოგვართმევთ. უსაფრთხოა თუ არა ქალაქის ქუჩებში რობოტების მოძრაობა?
„მომცრო ზომის რობოტი, რომელიც გარეგნულად მართალია დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ მან მომავალში შეიძლება სუპერმარკეტიდან პროდუქტი სახლში მოგვიტანოს. ბრიტანულ კომპანია „სტარშიპ ტექნოლოჯის“ ამის დიდი იმედი აქვთ.
ელექტრო როვერი 5კმ რადიუსში მოძრაობს და მისი სიჩქარე საათში ექვს ნახევარ კილომეტრს არ აღემატება. რობოტს ორი მცირე ზომის პაკეტის მიტანა შეუძლია, რომელთა საერთო წონა 9 კგ-ს არ აღემატება. მიტანის ზუსტ საათს მომხმარებელი თავად წყვეტს.