ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

კალოიანი: არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ „მწვანე პასპორტს“ პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე

[su_quote]არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ მწვანე პასპორტს პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე. მწვანე პასპორტის იდეა სწორი და გამართულია, თუ რეალური შინაარსი აქვს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნა რიგ ადგილებში არ არის, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. რეალურად მწვანე პასპორტი მხოლოდ გასართობი დაწესებულებებისთვის და რესტორნებისთვის არის. არ არის მოლებისთვის, სავაჭრო დაწესებულებებისთვის, ტრანსპორტისთვის, საზოგადოებრივი სივრცეებისთვის, სამთავრობო დაწესებულებებისთვის. ანუ, იმ ადგილებისთვის, სადაც გავრცელება ყველაზე მეტია. ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი გვყავს 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, იმათი სტიმულაციისთვის საპენსიო დანამატში არის ლოგიკა, მაგრამ მთელი შეცდომა რაშია – თუ ჩვენ ყველა მიმართულებით კომპლექსურად არ ვიმუშავებთ, ცალ-ცალკე მიმართულებები შედეგს არ იძლევა[/su_quote]

ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ კალოიანმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

იტვირთბა....