ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის.

“პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

იყო მოსაზრება, რომ გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში, ეს არის კვების ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, გასართობი ცენტრები, სათამაშო ბიზნეს-ობიექტები და ასე შემდეგ. მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა დასაქმებულ პერსონალზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....