aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

ფაუჩი: ვაქცინირებული ამერიკელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ე.წ. ბუსტერ დოზა უნდა მიიღოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვაქცინირებული ამერიკელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზა უნდა მიიღოს.

როიტერსის ინფორმაციით, როგორც ფაუჩი აღნიშნავს, ბუსტერ დოზა შესაძლოა ქვეყანაში გახდეს სტანდარტი, რათა დადგინდეს, თუ ვინ არის სრულად ვაქცინირებული.

ამერიკაში ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ქვეყანაში, ბოლო კვირებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

“ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაძლიეროთ, ვინც თავდაპირველად იყო ვაქცინირებული”, – აცხადებს ფაუჩი როიტერსთან ინტერვიუში.

დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზა დაახლოებით 33 მილიონამდე ამერიკელმა მიიღო.

იტვირთბა....