[su_quote] ყველამ კეთილი ინებოს და მუშაობა გააგრძელოს როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში იმ პროცენტებით, რაც მიიღეს. ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში დაძაბულობის წინაპირობა. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მიზანია, ქვეყანა დამშვიდდეს, ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს, ურჩევნიათ, დაძაბულობა იყოს და მღვრიე წყალში როგორმე თევზი დაიჭირონ. რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია და 2024 წლამდე არჩევნები არ ჩატარდება. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არის ოპოზიციის ახირება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ხუთი არჩევნები ჩატარდა და ნაციონალურმა მოძრაობამ თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა, რომელიც არ შედგა [/su_quote]
ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

