aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: გაძლევთ პირობას, ვიქნები ყველას მერი

მზად ვართ, 24-საათიანი შრომით შევასრულოთ ყველა დაპირება და ღირსეულად ვუპასუხოთ თბილისელების მიერ გამოცხადებულ უდიდეს ნდობას და მხარდაჭერას. მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო თბილისელებო – თქვენ, ვინც მხარს გვიჭერდით გასული ოთხი წლის განმავლობაში და მომავალი თბილისის ბედი ამჯერადაც გვანდეთ; თქვენც, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, თუ სხვა მიზეზის გამო, არ ხართ პირადად კახა კალაძის მხარდამჭერი, მაგრამ გულშემატკივრობთ თბილისს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქალაქის სიყვარული. ქალაქის, სადაც მრავალფეროვნება, სხვადასხვა რწმენის, შეხედულების, გემოვნების მქონე ადამიანების თანაცხოვრება ქმნიდა მისი ცხოვრების რიტმს და აქცევდა თბილისს სრულიად უნიკალურ, გამორჩეულ ქალაქად. განსხვავებულის მიმღებლობა, სამწუხაროდ, დღეს ნამდვილად გვაკლია. მე, როგორც თბილისის მერი, გაძლევთ პირობას, ვიქნები ყველას მერი. არ დავიღლები იმის შეხსენებით, რომ თბილისი ჩვენი დიდი ოჯახია და ყველანი პასუხისმგებლები ვართ მის დღევანდელობასა და მის მომავალზე

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

იტვირთბა....