ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იასკო: ცუდია, რომ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე

რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ 3 კილოგრამი დაიკლო.

მისი თქმით, ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე.

“ის ჯერ კიდევ სუსტადაა, მე ვიტყოდი კიდეც, რომ შეხვედრის დასაწყისში ის მომეჩვენა უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ორშაბათს. თუმცა ორშაბათს ვიზიტისას მე ვიყავი ძალიან შეშინებული მისი საერთო მდგომარეობით. მუდმივად უტარდება მას სხვადასხვა პროცედურა, მოდიან ექიმები, ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ გაწყდა იმის გამო, რომ მას უტარებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიყვანეს კიდევ 3 კილოგრამით.

რა თქმა უნდა, მუდმივად იმყოფება პალატაში და იმ პოსტრავმული სინდრომით, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანს ასეთ პირობებში გაცილებით ცუდად შეუძლია რეაბილიტირება. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მე მოხარული ვარ ამ შეხვედრის გამო და ვფიქრობ, რომ ახლა მას ძალიან ესაჭიროება თანადგომა, როგორც ახლობლებისა და ადვოკატების მხრიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ხალხის მხრიდან. მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!”, – განაცხადა იასკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

იტვირთბა....