[su_quote]ხარვეზები ყველაფერში არის. პანდემიის მართვა არ არის მარტო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ამას მართავს. აქ უნდა იყოს სერიოზული დამყოლობა. როდესაც დამყოლობა იყო უკეთესი შარშანდელ გაზაფხულზე, როცა ყველა ვიყავით ერთად, იყო დიდი სოლიდარობა ქვეყანაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ვინც ვიყავით მართვის სათავეებთან და თვითონ საზოგადოება ვიყავით ერთიანი, მაშინ პანდემია იმართებოდა. დიახ, სამწუხაროდ ეპიდმაჩვენებლები გვიუარესდება ქვეყანაში, რაც არ არის კარგი[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.