ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, იანვრამდე დავზოგავთ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი კვლავ დაბალია.

მისი თქმით, ქვეყანაში არ ხდება დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, რისთვისაც პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა პასუხისმგებელ პირს.

“უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95%-მა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს ეს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....