კოკაინის საქმეზე მსჯავდებული ანასტაცია ზაუტაშვილის საკანი გაჩხრიკეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ავრცელებს.
„ანასტასია ზაუტაშვილის საკანი მისი დაბადების დღის მეორე დღეს გაჩხრიკეს. ეძებდნენ აკრძალულ ნივთებს, რომლითაც პატიმარი არ სარგებლობს. იგი ხატავს, თუმცა, საღებავებიც კი არ აქვს და მხოლოდ შავი ფანქარი ჰქონდა, რაც აკრძალულ ნივთს არ წარმოადგენს“. – აცხადებს ადვოკატი.
ნიკოლაძის თქმით, ჩხრეკა გუშინ ღამით განხორციელდა.
შეგახსენებთ, ზაუტაშვილი მას შემდეგ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მის განთავისუფლებას სთხოვდენენ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს. კობახიძეც და ბესელიაც ამ ბრალდებას უარყოფს. ამ საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.