ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ვარდების რევოლუციის ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით, მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო

„ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით, მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„ვარდების რევოლუციას“ ხალხმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე „ვარდების რევოლუცია“ და ვარდები შეიცვალა ისეთი პოლიტიკური პოზიციით, რომელიც დაუპირისპირდა ადამიანების უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ცოცხით, წამებით, ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. ეს სამწუხარო ამბავია, თუმცა ეს არის ფაქტი.

მიხეილ სააკაშვილმა დააშავა, მისი დანაშაულებები თვალსაჩინოა, დანაშაულებს ვერავინ უარყოფს. ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო და შეკრებითობის კანონი არ შეგვეცვალა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, მას გაცილებით მეტი სასჯელი ექნებოდა, მოსახდელი, 30 წელზე მეტი ექნებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....