ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია: უამრავი ცვლილების ლიდერი, სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება

[su_quote] 2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი

ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული „გაის“ ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!

კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება!

საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ,ამისი ბოლომდე მჯერა! [/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....