aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლომჯარია: სტრასბურგმა მთავრობას სააკაშვილის მკურნალობა ექსპერტთა დასკვნის შემდეგ დაავალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით დაავალა სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება. ლომჯარია სოციალურ ქსელში სასამართლოს წერილს აქვყენებს, რომლის მიხედვითაც მთავრობამ 17 ნოემბერს არსებული სამედიცინო დასკვნა უნდა გაითვალისწინოს სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფისას.

“ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ “ფეიკი” და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის.” – წერს ლომჯარია Facebook-ზე და სტრასბურგის სასამართლოს წერილს აქვეყნებს.

იტვირთბა....