aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობა სუბელიანი: ქვეყანა დავტოვე და აშშ-ში იმიტომ წავედი, რომ საჭმლის ფული აღარ გვქონდა

2017 წლის ბოლოს, 2018 წლის დასაწყისში დავტოვე საქართველო. წავედი იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო არ მქონდა. 3 შვილი მყავს, გარდა მაგისა და მყავს, დის შვილი მყავს, ოჯახი. მათ ვეღარ უზრუნველყოფდი ელემენტარული საშუალებებით. მრცხვენია და მერიდება ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე იყო, საჭმლის ფული აღარ იყო.

aviabiletebi
ავიაბილეთები

არჩევანის წინაშე ვიდექი ჯერ კიდევ 2012 წელს, ან უნდა გადავბარგებულიყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში ზოგიერთივით და იყო ამის შემოთავაზებები, კულუარულ შემოთავაზებებს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ მიცხადებდნენ, რომ გადმოდით აქეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ან ეგ ნაბიჯი უნდა გადამედგა ან იმ ნაბიჯზე წავსულიყავი, რაზეც წავედი. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს დასრულდებოდა სიღარიბით, მარგინალიზაციით, დევნით და ოფისში მოვარდნებით

ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ლტოლვილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომელიც ამერიკაში, ემიგრაციაში იმყოფება.

იტვირთბა....