aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ექიმი: სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“დღეს დავამთავრეთ მესამე დღე. ყველა ექიმები და თავად პაციენტი ვართ კმაყოფილები. დღეს ოდნავ კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც ეხოკარდიოგრაფია გავუკეთეთ. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა ცილამ უკვე დაიწყო ნელნელა მოწესრიგება.

ამაოსობაშიც უკვე გარკვეული მიკროელემენტების დოზებს ცოტა ვამცირებთ, რომ ყველაფერი თანხვედრაში იყოს. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ისევ ვიქნები მთელი დღე აქ, ნელნელა გავაფართოვებთ კალორაჟს, დავამატებთ სხვადასხვა პროდუქტებს ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე”,- განაცხადა გიორგაძემ.

იტვირთბა....