[su_quote] მიხეილ სააკაშვილი გადის ახლა მკურნალობას, კვლევებს, თავისთავად იმ სერვისის ხარჯზე, რაც აქ არის. ეს არ არის სრულყოფილი მკურნალობა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, თავისთავად მნიშვნელოვანი. მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რისთვისაც ქვეყანაში შემოსვლისას მისი მცდელობა იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებით მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ჩემი მიზანი იყო მიხეილ სააკაშვილს მიეღო მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი ხედვა არის ერთი მოქალაქის ხედვა და მიდის მსჯელობა სამართლებრივ საკითხებზე [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

