ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონდა კომპეტენცია იმ ფინანსურ საკითხებზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილს სასამართლო დავა აქვს.
“2011 წლიდან ვიცნობ ირაკლის. ის საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და საკმაოდ ეფექტური იყო ქართუ ჯგუფში.
ვადასტურებ იმას, რომ მას არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და აძლევდა ჩვენებას სასამართლოს.
მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეგ საკითხი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის იმ პერიოდის საქმიანობის და არა მისი პიროვნულობის დახასიათება ზუსტად ეგ არის. მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოში არის საუბარი”,- ამბობს ვოლსკი.
შაბათის ფორმულა პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse Group AG-ს წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს.

