aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვოლსკი: დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას

ოპოზიცია გარკვეულწილად სააკაშვილის პირადი ექიმის პირითაც ლაპარაკობს, რომ ჯერ პრობლემები მოხსნილი არ არის და ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართულობაა მნიშვნელოვანი. პროფესიონალური კუთხით უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, მაგრამ ამას პოლიტიკური მდგენელიც აქვს. არა მარტო პოლიტიკური მდგენელი, არამედ ის სტრატეგია, რაც დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას, სააკაშვილის ძალისმიერ გამოხსნას ითვალისწინებს. ამის რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას, მაგრამ ფაქტობრივად ამ თემაზე დაპირისპირების შექმნამ შეიძლება, ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის კურსი ციხის გარეთ უნდა გაიაროს.

იტვირთბა....