aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე ცოცხალი ჯაჭვის აქციას გამართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ვარდებიის რეოვლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გამართავენ.

შესაბამისი ფეისბუკ ივენთი სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა შექმნა:

2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.
18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე.
იტვირთბა....