aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე სააკაშვილზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მსჯავრი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაუბრუნდეს თავის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

„სახელმწიფო, რომელიც მსჯავრს გამოუტანს ადამიანს, სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა გაარკვიოს იმ მსჯავრდებულმა. მსჯავრი მან [სააკაშვილმა] საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო იმ გადაცდომებისათვის, რომელიც სახელმწიფომ ჩათვალა დასჯად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ [მიხეილ სააკაშვილი] დაუბრუნდეს თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შეექმნას, დანარჩენი კი სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა კახაძემ მეტრონომთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ნაციონალური მოძრაობა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის კურსი ციხის გარეთ უნდა გაიაროს.

იტვირთბა....