aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზავრადაშვილი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე: ნაცმოძრაობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზღაპარი ცხოვრებაში არ სრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებულ საკითხს ეხმაურება.

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზღაპარი ცხოვრებაში არ სრულდება.

„უკვე უხერხულია ამ საკითხზე საუბარი. მართლა მრცხვენია. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოქროს თევზები მინდა არის ზღაპარი და ზღაპარი ცხოვრებაში არ სრულდება. სახელმწიფო ატარებს ყველა იმ აუცილებელ ღონისძიებას, რაც საჭიროა რომ გატარდეს პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. სურვილები და შესაძლებლობები ნაციონალურ მოძრაობას ერთმანეთში აქვს არეული, დისბალანსი აქვთ სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. მინდა – ეს არგუმენტი არ არის. სახელმწიფო ვალდებულია თავის პატიმრებზე იზრუნოს კანონმდებლობის ფარგლებში. ღვთის წყალობით საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს უმაღლეს დონეზე და იმედია, ამას გააცნობიერებს ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ზავრადაშვილმა მეტრონომთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ნაციონალური მოძრაობა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის კურსი ციხის გარეთ უნდა გაიაროს.

იტვირთბა....