ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი: არ შეიძლება, რომ ღარიბ ქვეყნაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ ყველაზე მომგებიანი

უკვე დიდი ხანია, საქართველოში მისაღებია რეგულაციები, რომლებიც ამ ბიზნესსა და მათ მეპატრონეებს ცოტა შეუზღუდავდა საქმიანობის საშუალებას – რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში,-ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლევან იოსელიანმა განცხადა, რითაც პრემიერმინისტრის ინიციატივას ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

„უკვე დიდი ხანია, საქართველოში მისაღებია რეგულაციები, რომლებიც ამ ბიზნესსა და მათ მეპატრონეებს ცოტა შეუზღუდავდა საქმიანობის საშუალებას – რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნებიც კი ახერხებენ, სხვადასხვა ფორმით, შემოვლითი გზებით, სატამაშო ბიზნესში ჩაბმას. მიმაჩნია, რომ ასაკობრივი ზღვარიც გასაზრდელია და რეგულაციებიც გასამკაცრებელია. არ შეიძლება, რომ ღარიბ ქვეყნაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ ყველაზე მომგებიანი“, – ამბობს ლევან იოსელიანი.

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრება.

იტვირთბა....