ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან დაკავშირებული შეხვედრები დახურული არ არის. ამის შესახებ კალაძემ ექსპერტებთან და მოადგილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ ამ შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა ვერ ხერხდება.
“შეხვედრები დახურული არ არის და მათთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა, თუმცა, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ ამ შეხვედრების გადაცემა პირდაპირ ეთერში არ ხდება და “ლაივის” გაკეთება შეუძლებელია. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.