ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ფინანსებზე, ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილებზე წარმოდგენა არ აქვს.
მისი თქმით, ქვეყანაში 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია სჭირდება.
“როგორ არ დავეთანხმოთ იმ “ბრძენ კაცს”? ბატონი ღარიბაშვილი ასე მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს. ყველაფერი სწორი თქვა ბერმუდის სასამართლოს მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემისას. წარმოდგენა არა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს არც ფინანსებზე, არც ეკონომიკაზე, არც სამუშაო ადგილებზე. უბრალოდ განაცხადა, რომ ყოველწლიურად 10 000 სამუშაო ადგილს შევქმნით ქალაქებში და რეგიონებშიო. 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას სჭირდება ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია”, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს ათასობით და ათიათასობით სამუშაო ადგილი შესთავაზოს.
გოცირიძე

