ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერია იმიტომ, რომ ეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანია

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ფორმულას მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაცა ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ ყოფილა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერია იმიტომ, რომ ეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანია.

“ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერია იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული არჩევანი ქართველი ხალხის. სასაცილოა, როცა ცდილობენ ახლა ამ საკითხის ამ რაკურსში წარმოჩენას, სინამდვილეში ყველა იურისტი ხვდება იქ რაზეც არის საუბარი. იცით, რომ აქ საუბარია იმაზე რომ ასეულობით მილიონი დოლარის მითვისება ან გაფლანგვა მოხდა, ზუსტად არ ვიცნობ ამ დეტალს, ბანკის მიერ და ბანკსა და კლიენტს შორის არის სპეციალური ნდობითი ურთიერთობა და სწორედ ამაზეა იქ საუბარი, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნდობითი ურთიერთობიდან ის ენდობოდა იმ დოკუმენტებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო მისი პირადი ბანკირის მიერ, ამ ბანკის წარმომადგენლის მიერ და ის, რა თქმა უნდა, ენდობოდა და ხელს აწერდა ასეთ დოკუმენტებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შაბათს, 20 ნოემბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ არის.

იტვირთბა....