სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, დასაქმების პროგრამის მიზანი, რომელიც პრემიერმა გააჟღერა, დასაქმებული “200-ათასიანი არმიის შეექმნაა”. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება როგორც მუნიციპალურ/საჯარო დონეზე, ასევე კერძო სექტორში. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 ათასიანი არმია ადამიანების, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკასა და წინსვლაში უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი”,- ამბობს დავითაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მოქალაქეები შეაჩვიეს და შეაგუეს უმუშევრობას. პრემიერის ამბობს, რომ რეალურად, დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ “დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი, იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა, შემაშფოთებელი და ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები”

