ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაღამაიძე ღარიბაშვილის ინიციატივაზე: სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად

საპატრიარქო აზარტული თამაშების რეგულაციაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-სპიკერი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მივესალმები… სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა – იზრდებოდა. მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან”,- წერს ჯაღმაიძე.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოების მფლობელებს გადასახადები გაეზრდებათ. როგორც პრემიერი, ამბობს გადასახადების გაზრდასთან ერთად, პირველ ეტაპზე უნდა აიკრძალოს რეკლამები და გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე.

იტვირთბა....