ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალური გახდა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

“საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

იტვირთბა....