საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 012 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 875 PCR ტესტით.