aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

ჯანმო: თუ გადაუდებელ ზომებს არ მივიღებთ, მარტისთვის ევროპაში კორონავირუსს კიდევ 500 000 ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში გადაუდებელი ზომები არ იქნება მიღებული, მომავალი წლის მარტისთვის კორონავირუსით შესაძლოა კიდევ 500 000 ადამიანი დაიღუპოს.

ჯანმოს ევროპის რეგიონალური დირექტორი, ჰანს კლუგე ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულია ინფექციების ახალი ტალღით, რომელიც გავრცელდა კონტინენტზე და აიძულა ქვეყნები ახალი შეზღუდვები დაეწესებინათ.

„კორონავირუსი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენს რეგიონში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აცხადებს ჰანს კლუგე.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ზამთრის სეზონი, როდესაც ჩვეულებრივ იზრდება ვირუსული ინფექციები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება,  მაგრამ დროა საკითხის სამართლებრივი და სამოქალაქო განხილვა დაიწყოს.

იტვირთბა....