პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა სასამართლო სისტემას არ ჰპატიობს, რომ მათ თავი არ დაუხარა.
ამის შესახებ ოხანაშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეებმა პატივი სცეს კანონსა და კონსტიტუციას. ისინი დადგნენ იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ.
“აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა სასამართლო სისტემას არ ჰპატიობს იმას, რომ სასამართლომ თავი არ დაუხარა ამ მოძრაობას და მოსამართლეებმა პატივი სცეს კანონსა და კონსტიტუციას. ისინი დადგნენ იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ“, – ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

