ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია ალტ ინფოს აკრძალვაზე: კონსტიტუციის ასე ფართოდ წაკითხვა საფრთხეს შეუქმნის ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ძალადობრივი, ჰომოფობიური, პარტიის, ალტ ინფოს აკრძალვის მოთხოვნა სახიფათოა.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც.

“ძალიან სახიფათოა ამ გზით დადგომა, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და თუნდაც, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მტრული იდეების აკრძალვა უნდა მოხდეს, ან პარტიის აპრიორი აკრძალვა. საკონსტიტუციო ჩანაწერის ასე ფართოდ წაკითხვა საფრთხეს შეუქმნის მომავალში ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს და ზოგადად, თავისუფლებას”, – აცხადებს ბოკერია.

ალტ ინფომ პარტია გუშინ, 20 ნოემბერს  დააფუძნა და მას კონსერვატიული მოძრაობა უწოდა. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.

იტვირთბა....