ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შუშები ჩაამსხვრიეს. შემთხვევა დღეს, 21 ნოემბერს მოხდა.
„მოვედით ოფისში და დაგვხვდა მინები დამსხვრეული. ოფისში არავინ არ იყო. ქვები ეყარა ოფისში, პატარა კენჭებიც არ არის“,- ამბობს ლაშა კილაბერია, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
მისივე თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
წყარო: ბათუმელები.