ექსპრეზიდენტის ექიმს ვინც უსმენდა, დამერწმუნეთ, ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის კურორტზე გადაყვანას ითხოვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ექსპრეზიდენტის ექიმს სიტყვა კურორტზე გადაყვანა არ უთქვამს, თუმცა დამერწმუნეთ, მას ვინც უსმენდა, ყველას ზუსტად დარჩა შთაბეჭდილება, რომ კურორტზე გადაყვანას ითხოვდა ექიმი. პირველ რიგში, მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, ვინც გისოსებს შიგნით, ასევე გისოსებს გარეთ არის, თუმცა განსასჯელის სტატუსი და პატიმრის სტატუსი აბსოლუტურად სხვა ვალდებულებებია და ის არ მოდის თანხვედრაში ასეთ „კეთილ სურვილებთან“. ის კი მინდა ვთქვა, რომ აუხდა ოცნება ექსპრეზიდენტის პირად ექიმს, რადგან ის ადგილი, სადაც ექსპრეზიდენტი, პატიმარი სააკაშვილი იხდის მსჯავრს, ნამდვილად წარმოადგენს კურორტს იმის ციხესთან შედარებით, რომელიც თვითონ შექმნა და რომელიც თვითონ დაახვედრა საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან გუშინ განაცხადა : „მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ, გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“.