[su_quote]უფროსი ადამიანი ბრძანდებით ბატონო ნიკოლოზ!!
არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, არაკორექტურად მოგმართოთ, რადგან ვცემ ასაკს პატივს, თუმცა ძალიან მაინტერესებს ის, რაც თქვენ ბრძანეთ სერიოზულობით იყო ნათქვამი?!
თუ სერიოზული ხასიათის განცხადება იყო, თქვენთან მაქვს კითხვა?!
რა დააშავეს სხვა პატიმრებმა და პატიმარმა დედებმა, რომელთა შვილებიც სულმოუთმენლად ელოდებიან, დედის დაბრუნებას სახლში?!
ან პირიქით დედ-მამა შვილების დაბრუნებას სახლში?!
პირადად მე არ მახარებს არავის პატიმრობა, მათ შორის არც სააკაშვილის და არ მახარებს მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა შერჩევითი სამართალი არის მიუღებელი, განურჩევლად პოლიტიკური თანამდებობის და სხვა ნებისმიერი სტატუსისა, კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი და კანონის უზენაესობას პატივს უნდა სცემდნენ, თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული, სამართლიანი სახელმწიფოს არსებობა[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ციხის გარეთ მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს.

