ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ცნობით კლინიკაში 21 ნოემბერს 122 პაციენტია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, რეანიმაციაში მოთავსებულია 14 ადამიანი. ერთი მათგანი – ერთი თვის ბავშვი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„კლინიკაში მოთავსებული არიან ასევე ბავშვების მშობლებიც, რომელთანაც 5 არის ორჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენი არცერთი არ არის ვაქცინირებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ.