ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური წაჩხურუს ტაძარში – მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ

მარტვილში, წაჩხურუს ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე წირვას ხმაურისა და პროტესტის ფონზე აღავლენს.

მეუფე სტეფანე მონასტრის ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან და ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.

მიტროპოლიტს ადგილზე განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან იძულებით გამოყვანის შემდეგ სწორედ აღნიშნულ მონასტერში იმყოფებიან.

მონასტრის ეზოში მობილიზებულია პოლიცია.

იტვირთბა....