ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე: ნაცმოძრაობას არაფერი მოსწონს, თავიდან გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს, უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ნაცმოძრაობისგან პოზიტიურს არაფერს ელოდება.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის მთავარი მიზანი დესტრუქცია და არეულობაა.

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მათგან პოზიტიურს არაფერს ველოდები, რადგან მათი მთავარი მიზანია, ქვეყანაში იყოს არეულობა. ისინი არავის არაფერს არ აცდიან და მათ შორის, 2012 წლიდან, რაც მე პოლიტიკაში ვარ და პარლამენტში მუშაობა მიწევს, სულ მახსოვს მათი მხრიდან ხელის შეშლა. სულ მახსოვს, რომ არაფერი არ მოსწონთ და მოსაწონსაც კი იწუნებენ. შემდეგ, გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს. უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ თავიდან იწუნებდნენ ამ კლინიკასაც, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის, არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი და იქ მომუშავე მედპერსონალი საკმაოდ მაღალი რეპუტაციისაა. მათი მიზანი არის დესტრუქცია და მხოლოდ დესტრუქცია, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ არავის, არც საზოგადოებას, არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას, რომ ქვეყანას, რაც შეიძლება, დიდი ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ხუნდაძემ პირველი არხის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უკვე ლელოს ბანერთან დგანან და მისი აზრით, ეს პროცესი გაგრძელდება.

იტვირთბა....