[su_quote]მიხეილ სააკაშვილმა რისკები საკუთარ თავს თვითონ შეუქმნა, ჯერ სამართლებრივი კუთხით და შემდეგ უკვე ჯანმრთელობის კუთხით. სამართლებრივად მაშინ, როცა მან გადმოკვეთა უკანონოდ საზღვარი და შემდეგ სრულიად სამართლიანად აღმოჩნდა ციხეში და ჯანმრთელობის კუთხით მან საკუთარ თავს შეუქმნა პრობლემა, როდესაც დაიწყო შიმშილობა[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

