[su_quote]რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აკეთებს ყოველთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული
ყველა პატიმართან მიმართებაში არის დაცული ეს დამოკიდებულება და მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე[/su_quote]
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომლის კომენტარსაც პირველი არხი ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

