.
„Skynews” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია მექსიკელი ნარკობარონის ელ ჩაპოს სახლის რეიდი. ვიდეოში ორმხრივი სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.
გამთენიისას, პირველი რეიდის დროს, მან გაქცევა შეძლო, თუმცა მოგვიანებით საზღვაო ფლოტმა, ორმხრივი სროლის შედეგად, შეიპყრო და იმ ციხეში დააბრუნა, საიდანაც გაიქცა. სროლისას ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი სამხედრო.
შეგახსენებთ, ელ ჩაპო ციხიდან ორჯერ გაიქცა.