ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის პარლამენტში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა დატოვოს

ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა დატოვოს, – აღნიშნულის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა, ებრაჰიმ რეზაეიმ განაცხადა.

“ირანისთვის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაში წევრობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ამ ხელშეკრულებას ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია. ხელშეკრულებამ არა მხოლოდ ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ბირთვული ძალების მხრიდან თავდასხმებისგან, არამედ ჩვენი ბირთვული ობიექტებიც არაერთხელ გახდა სამიზნე. საერთაშორისო დოკუმენტები და შეთანხმებები სრულიად იგნორირებულია.

ჩვენ არ გვაქვს ბომბის შექმნის განზრახვა და ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ერთადერთი გზა ატომური ბომბია, ეს პროვოკაციული და სახიფათოა. შეერთებული შტატები 60 საერთაშორისო ორგანიზაციიდან და კონვენციიდან გავიდა, ახლა კი, თუ ჩვენ მოგვინდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა, სავარაუდოდ, დასავლეთის მხრიდან სიურპრიზსა და წინააღმდეგობას შევხვდებით! დროა, დავტოვოთ“, – წერს ებრაჰიმ რეზაეი.

იტვირთბა....